კომბინირებული აქტივობა მე-11 საბავშვო ბაღში

20-03-2014

 სასწავლო სააღმზრდელო  პროგრამის მიხედვით, ბათუმის საბავშვო ბაღებში  აქტიურად მიმდინარეობს აქტივობები. მორიგი აქტივობა  ქალაქის მე-11 საბავშვო ბაღში ჩატარდა. იგი განსხვავებული და ამავე დროს ორიგინალური იყო.

 პედაგოგებმა კომბინირებული აქტივობა ჩაატარეს, რომელშიც ორი ჯგუფი მონაწილეობდა, მათ ხელოვნების სფეროში ერთიმეორისაგან განსხვავებული თემები წარმოადგინეს. პლასტენილინით ძერწვა და  ხატვა, ფერადი ფანქრებითა და აკვარელით.

 პირველი ნაწილი გაზაფხულისა და ბუნების აღწერას დაეთმო. პედაგოგმა აღსაზრდელებს განუმარტა, რომ წელიწადის ამ დროს ბუნება იღვიძებს, ყვავილები და მცენარეები ჭრელი ფერებით იმოსება. თემა ბავშვებისათვის იოლად აღსაქმელი, რომ გამხდარიყო, მათ მისცა დავალება პლასტელინით გამოეძერწათ სასურველი ყვავილი. პატარებმა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს. აქტივობის შემდეგ კი მოეწყო ნამუშევრების შეფასება.
 ხოლო მეორე ნაწილი თემატურად სრულიად განსხვავდებოდა. მასწავლებელმა აღსაზრდელებს დროის მნიშვნელობაზე ესაუბრა. დეტალურად განუმარტა, როგორ გამოიყენონ, გადაანაწილონ იგი და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებაში. შემდეგ დავალება მისცა: დაეხატათ სცენა, როგორ მიდიან სახლში საბავშვო ბაღის დამთავრების შემდეგ. თითოეულმა პატარამ გადმოსცა თუ ვისთან ერთად ბრუნდება შინ და დღის რომელ მონაკვეთში. აქტივობის დასრულების შემდეგ ილუსტრაციების აღწერა გაიმართა.

 პროგრამის მიხედვით ნებისმიერი მიმართულების აქტივობა აღსაზრდელის გონივრულ განვითარებას ისახავს მიზნად.მისი დახმარებით პედაგოგებს საშუალება ეაძლევათ გამოავლინონ პატარების უნარ- ჩვევები. საბავშვო ბაღის  ფსიქოლოგის დაკვირვებით, ასეთი სახის მიდგომა დადებითად მოქმედებს პატარებზე. დროის გარკვეულ მონაკვეთში მათ აითვისეს ფერების გარჩევა, ასევე როგორ  დაიჭირონ ფუნჯი, ფანქარი, კალამი. პლასტენილინის ძერვით შეისწავლეს ადამიანის სხეულის ნაწილები, გაავარჯიშეს თითები და რაც მთავარია, გაფართოვდა მათი ფანტაზიის არეალი. გარდა ამისა გააცნობიერეს რიგითობისა და ლოდინის პრინციპი. მაგ: როდესაც მეორეს წითელი ფანქარი სჭირდება და არ აქვს, ელოდება როდის გადასცემს მას პირველი და ასე შემდეგ. ასეთი სახის სწავლება  სოციალური აქტივობის სახეობას მიეკუთვნება. ფსიოქოლოგმა აღნიშნა,რომ ბავშვები ყოველდღიურ ურთიერთობებში ავლენენ აღქმულ მასალას და შეიძლება ითქვას, პროგრამა აღსაზრდელებზე დადებითად აისახება.

 ლოგოპედის თქმით,  ბავშვებს ილუსტრაციების აღწერა დაეხმარა მეტყველებისა და ლექსიკონის გამდიდრებაში, ლოგიკურად მსჯელობაში. ხელოვნების აქტივობა აღსაზრდელებს თავისუფალ აზროვნებაში, შემოქმედებითი უნარის გამოავლინებაში ეხმარება. მეცადინეობას ესწრებოდნენ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები. აქტივობაში მონაწილეობდნენ 5 და 6 წლის ჯგუფის პატარები.

 

  

  

  

  




უკან
Created By SPAR.GE