მხიარული თამაშები მე-2 საბავშვო ბაღში

21-03-2014

 ბათუმის მე-2 საბავშვო ბაღში სასწავლო-საამღზრდელო პროგრამის მიხედვით  ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის აქტივობები.ამჯერად ხელოვნების,დრამატული და მუსიკალური აქტივობების გარდა პედაგოგებმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობა ჩაატარეს.
 ერთი თვის განმავლობაში მე-2 საბავშვო ბაღმა წარმოადგინა ორი საჩვენებელი აქტივობა,რომელებიც მომზადების თვალსაზრისით მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.მასწავლებლები ძალღონეს არ იშურებენ,რომ პატარების ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გამოავლინონ და მაქსიმალურად ხელი შეუწყონ  მათ განვითარებას.
 ამ ეტაპზე პროგრამის მიხედვით წარმოადგინეს თემა „მხიარული თამაშები.“აქტივობაში ოთხი სახის თამაში აჩვენეს: ტომრებით გადაადგილება,გრძელი ტომარა, ბურთის ფეხებშუა გორება და ვინ უფრო ზუსტად.ბავშვები ორ გუნდად იყვნენ გაყოფილი: „მაგრები“ და „ბურატინო“.პატარებმა კარგი მომზადება აჩვენეს.მხიარული სტარტი მართლაც სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.შეჯიბრი  კი ყაიმით დასრულდა.
 წარმოდგენილი აქტივობა მიზნად ისახავდა აღსაზრდელების სიწრაფისა და სიმარდის განვითარებას,წონასწორობისა და კოორდინაციის განმტკიცებას,ამავე დროს პატარებში დადებითი თვისებების ჩამოყალიბებას.როგორიცაა გუნდის სიყვარული,ერთიანი ძალებით თამაშში დასახული ამოცანის გადაჭრა-გამარჯვებას და მეგობრების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას.

  

  




უკან
Created By SPAR.GE