შემაჯამებელი, საჩვენებელი აქტივობები 25-ე საბავშვო ბაღში

24-03-2014

 25-ე საბავშვო ბაღში შემაჯამებელი, საჩვენებელი აქტივობა ჩატარდა. პედაგოგეგმა წარმოადგინეს სამი: ბუნების, მეცნიერებისა და კონსტრუქციის აქტივობები.
 ბუნების აქტივობებში მოიაზრებოდა ხოჭოები და მწერები. მასწავლებელმა პატარებს ილუსტრაციის გამოყენებით  ფუტკარი, ხოჭო და კალია აჩვენა. ბავშვებმა კი დეტალურად ისაუბრეს მწერების თვისებებზე, მათ დადებით და იუარყოფით მხარეებზე. ასევე ხელების მოქმედებითა და ბგერების

გახმოვანებით მათი იმიტაცია შექმნეს. რიგით მეორემეცნიერების აქტივობამათემატიკის  კატეგორიას შეეხებოდა. მასწავლებელმა პატარებს ერთიდან ათის ჩათვლით თვლა შეასწავლა, აღსაზრდელებმა კი ათის ფარგლებში ციფრების მიმატება გამოკლებით კარგი მომზადება გამოავლინეს.

ხოლო მესამე, კონსტრუქციის აქტივობას მოიცავდა.პედაგოგმა სპეციალურად მომზადებულ დაფაზე დაამაგრა წახნაგოვანი, ოვალური და ოთკუთხედი ფიგურები. აღსაზრდელებმა ფიგურები თავიანთი ფანტაზიით ბუნების  სხეულებს შეადარეს. მაგ: ოვალური მიამსგავსეს მზეს, ოთკუთხედი ოთახის ფორმას და ასე შემდეგ.
 ასეთი სახის აქტივობები უწყობს ხელს ბავშვების გონივრულ და ცალკეული უნარების განვითარებას, ისინი ამ სახის სწავლებებით გამოხატავენ მზაობას გარე სამყაროსთან. აქტივობაში მონაწილეობდნენ 3 და 4 წლის აღსაზრდელები.

 

 

 

  




უკან
Created By SPAR.GE