ქალაქის თვითმმართველობასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

26-03-2014

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიმინისტროს, ქალაქ ბათუმის თვითმართველობისა და ბათუმის საბავშვო ბაღების  გაერთიანების ხელშეწყობით  მე-4 საბავშვო ბაღში მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც  სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების პროფილაქტიკურ-სამედიცინო შემოწმებას ითვალისწინებს. ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციას მიიღებენ. სამედიცინო კვლევას ს.ს. საზღვაო ჰოსპიტალის კვალიფიციური  სპეციალისტები ჩაატარებენ.
 კვლევა ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. გამოკვლეული იქნება თითოეული აღსაზრდელი. მემორანდუმის მიზანია ნაადრევ ასაკში გამოავლინოს მწვავე დაავადებები და მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიიღოს, იზრუნოს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ღონისძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ქალაქ ბათუმის თვითმართველობას, ხოლო თვითმმართველობა აიღებს ვალდებულებას ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას, ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.
 მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, ქალაქის საკრებულოს თავჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. ღონისძიებას ესწრებოდა საბავშვო ბაღების გაერთიანების ხალმძღვანელები.

 

  

 




უკან
Created By SPAR.GE