აქტივობა სახელწოდებით „მარჯვე ხელები“

28-03-2014

 როგორც ვამბობდითსასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის მიხედვით ქალაქის საბავშვო ბაღებში აქტიურად მიმდინარეობს აქტივობები. იგი მრავალფეროვანია და არა მარტო პატარების უნარების დახვეწას უწყობს ხელს, არამედ მათი ფანტაზიის გამდიდრებას.
 პროგრამის მიხედვით რამდენიმე მიმართულების აქტივობებია რეკომენდირებული და გათვლილია 3 დან 6 წლის ბავშვებისათვის. ამჯერად მე-10 საბავშვო ბაღის ამღზრდელ-მასწავლებლებმა 4 და 5 წლის ჯგუფის აღსაზრდელებთან ხელოვნების აქტივობა ჩაატარეს. ის ძალიან ორიგინალური და საინტერესო აღმოჩნდა. თემის სახელწოდება იყო „მარჯვე ხელები,“ რომელიც ბუნების მასალების გამოყენებით აპლიკაციების შექმნას ისახავდა მიზნად.
 პედაგოგმა აღსაზრდელებს დავალების შესასრულებლად სააქტივო მასალების არჩევანის საშუალება მისცა. ამის

 შემდეგ ჯგუფი რამდენიმე ნაწილად გაიყო. პირველმა პლასტელინით ძერწვა აირჩია, მეორემ თოჯინები, ხოლო მესამე ჯგუფმა  კი იატაკზე საშენი მასალებით სახლი და ავტო ფარეხი ააგო.
 პედაგოგებმა აღსაზრდელებს სრული თავისუფლება მისცეს, რათა გაეკეთებინათ ის, რასაც ფიქრობდნენ და რისი შექმნაც სურდათ. თითოეული ბავშვი სიამოვნებით ასრულებდა დავალებას, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მშვიდად, აუღელვებლად სისრულეში მოჰყავდათ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი.

 თუმცა უნდა ითქვას, რომ ბუნების მასალების: პურის თავთავის, ჰერბარიუმის, ცოცხის ღეროების, ზღვის ნიჟარების და თეთრი ლობიოს გამოყენებით შემოქმედებითი თვალსაზრისით საინტერესო აპლიკაციები შექმნეს. აქტივობის დროს აღსაზრდელები გადაიღალნენ. განტვირთვისათვის კი მასწავლებელმა ისინი პატარ-პატარა სახალისო ამბებით განმუხტა. სტანდარტის მიხედვით სწავლების დროს ამ სახით ჩართულობა რეკომენდირებულია  და ეს მასწავლებელმა დროულად ჩაატარა.
 საბოლოო  ჯამში აქტივობამ წარმატებით ჩაიარა. თითოეული აღსაზრდელი ამაყობდა საკუთარი ნააზრევით. უნდა ითქვას, რომ პატარებს არ ეტყობოდათ წინასწარი მომზადება. მაგრამ  არსებული პროგრამის მიხედვით ბავშვებზე გაწეული სამუშაო უთუოდაა ასახული და შედეგიც სახეზეა. უფროსი აღმზრდელი ქალბატონი ჟორჟეტა ცხოიძე, პედაგოგები ნინო ზოიძე და მირანდა მიქანაძე ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარებმა სკოლისათვის  მზაობა გამოავლინონ.

 ასეთი სახის აქტივობა ხელს უწყობს ბავშვებში სილამაზისა და სენსორული აღქმის, ფერის, ფორმისა და სიმეტრიის შეგრძნებას, ესთეთიკური სილამაზის აღქმას, ფანტაზიის წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარის განვითარებას. ხელოვნებით დაკავება ნაადრევ ასაკში სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდას ზრდის. ეს კი შეიძლება ითქვას საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაცაა.

   

  

  

 




უკან
Created By SPAR.GE