სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საბუთების მიღება გრძელდება

10-07-2014

 2014 წლის 1 ივლისიდან დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება ბათუმის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელების საბუთების მიღება.
 საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ტერიტორიული კუთვნილება (საცხოვრებელი ადგილის ცნობა საჯარო რეესტრიდან).
 მიღებისას უპირატესობა ენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, 2008 წლის ომში მონაწილეთა შვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს.
 მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს ქალაქ ბათუმის მკვიდრი.




უკან
Created By SPAR.GE