პირველ სექტემბერს ბათუმის საბავშვო ბაღები თავიანთ აღსაზრდელებს საუკეთესო გარემოთი დახვდებიან.

30-08-2014

 2014 წლის 2 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდა სარემონტო სამუშაოები ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწსებულებებში.
 ბათუმის 11 საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. აქედან ცხრა საბავშვო ბაღში კოსმეტიკური, ხოლო ორ საბავშვო ბაღში კაპიტალური.  სარემონტო სამუშაოებზე საბიუჯეტო სახსრებიდან დაიხარჯა 328 895  ლარი.
 საბოლოო მონაცემებით ახალი სასწავლო წლისთვის 1322 ბავშვია ჩარიცხული, მთლიანი რაოდენობა წარმოადგენს 6227 აღსაზრდელს, ლიმიტი არის 6600. საბავშვო ბაღებში ჯგუფების რაოდენობაა 189. 




უკან
Created By SPAR.GE