ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

01-09-2014

 1 სექტემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღებში ზაფხულის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აღსაზრდელებს საბავშვო ბაღები კეთილმოწყობილი დახვდათ.

 ბათუმის N2 საბავშვო ბაღის კარიბჭესთან ისევე, როგორც ქალაქის სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან საზეიმო გარემო სუფევდა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ბაღი თერთმეტი საბავშვო ბაღიდან ერთ-ერთია, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, საზეიმო განწყობა მშობლებთან, ბავშვებთან, ბაღის მესვეურებთან, ბათუმის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ქალაქის მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმა გაიზიარეს.

 საბოლოო მონაცემებით ბათუმის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის 1322 ბავშვია ჩარიცხული, მთლიანი რაოდენობა წარმოადგენს 6227 ბავშვს, ლიმიტი არის 6600. ჯგუფების რაოდენობაა 189.




უკან
Created By SPAR.GE