თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან

25-02-2014

 ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში აღმზრდელობით პროგრამას გადის 24 უნარშეზღუდული ბავშვი. ზოგიერთი მათგანი როგორც ფიზიკურ, ასევე გონივრულ დახმარებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, პედაგოგები ყოველგვარ ღონეს მიმართავენ, რათა პატარებს შეუმსუბუქონ მდგომარეობა.

 

 დღეისათვის ინკლუზიური განათლების მხრივ მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა. ახალი ხელმძღვანელობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შორის შედგა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას, რადგან არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უნარშეზღუდული ბავშვები საჭიროებენ დახმარებას.

  პროექტის ფარგლებში ტრენერები ადგილზე მისვლით ჩაუტარებენ სწავლებას აღმზრდელებსა და მშობლებს. ისინი მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გაეცნობიან მეთოდს, თუ როგორ უნდა წარმათონ ურთიერთობა უნარ შეზღუდულ ბავშვებთან. ამის შემდეგ კი ტრენერთა გუნდი პროფესიულ დახმარებას გაუწევს უკვე კვალიფიციურ პედაგოგებს; როგორ გაწერონ იდივიდუალური სასწავლო გეგმები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რათა ბავშვები ჩართონ თანატოლებთან ერთად ჯგუფურ მეცადინეობებში და ხელი შეუწყონ მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. სწავლება ჩატარდება N7,22,27 ბაღებში. 

 

 

 

 

 




უკან
Created By SPAR.GE