ინფორმაცია საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ონლაინ რეგისტრაციის შესახებ

 

 ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება წარმოებს ონლაინ-რეჟიმში, მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია განუწყვეტლივ იწარმოებს ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე: www.Batumikids.ge.;  

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობები:

1. ბავშვის ერთერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ქ. ბათუმის მაცხოვრებელი და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

2. სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს, რომელსაც შეუსრულდა 3 წელი;

 

   2024 წლის 1 ივნისიდან რეგისტრაციის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ იმ აღსაზრდელებს, ვისაც 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ 3 წელი;

 

   რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყება 2024 წლის 1 ივნისს 09.00 სთ-ზე და დასრულდება 30 ივნისს 00.00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივარ ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, ასევე ამ პერიოდამდე რეგისტრირებული და რიგში მდგომი სტატუსის მქონე აღსაზრდელები:
ა) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;
ბ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახები;
გ) მარტოხელა დედები ;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები და ომში დაღუპულთა ოჯახები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;
ვ) ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველი მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები),(ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი);

  პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე (სოციალურად დაუცველი) მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ბაღების გაერთიანებას (ბათუმი, მელიქიშვილის ქ. 81);

 

   რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყება 2024 წლის 5 ივლისიდან და იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად. II ეტაპზე ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.

იმ შემთხვევაში თუ საბავშვო ბაღში ადგილის არარსებობის გამო ბავშვი ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს.

 

  აღსაზრდელთა ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადაყვანის განაცხადის მიღება შეჩერებულია 2024 წლის 20 სექტემბრამდე,  პროგრამაში მიმდინარე სამუშაოების გამო.გადაყვანის მსურველებმა განაცხადის შესავსებად უნდა მიმართონ ააიპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების'' ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ბათუმი,პ.მელიქიშვილის ქ.№81. მშობელმა თან უნდა იქონიოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც გაცემული იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ (იუსტიციის სახლი). საკონტაქტო პირი: გივი გოგოლაძე 

 

  სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია: 
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).

 

   საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს მის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.

   რიგში მდგომი აღსაზრდელის რიგითი ნომრის გასარკვევად მითითებული უნდა იქნეს თქვენი რეგისტრაციის ადგილი, ბაღის დასახელება და ასაკობრივი ჯგუფი. ამის შემდგომ წითელი ასოებით გამოვა ინფორმაცია ჩარიცხული და რიგში მდგომი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ, რომელზეც მაუსის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა ჩარიცხული და რიგში მდგომი აღსაზრდელების სახელობითი სიის მითითებით. 

 

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების (მათ შორის არასრულწლოვნის ან/და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების)  დამუშავებაზე

 

გაცნობებთ, რომ არასრულწლოვნის ბაღში  ელექტრონულად დარეგისტრირებისას  ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება-  (შემდგომში მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 445393510; მისამართი: ქალაქი ბათუმი, პეტრე მელიქიშვილის ქ. N81; ახორცელებს რეგისტრაცისას მიღებული  პერსონალური მონაცემების, მათ შორის არასრულწლოვანის  პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების  დამუშავებას.  

 მონაცემთა სუბიექტ(ებ)ის   პერსონალური მონაცემების დამუშავება  ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით, ასევე სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

 პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება, მომსახურების გაწევის,  ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის, ორგანიზაციის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.  რეგისტრაციის პროცესის დასრულებით  თანხმობას აცხადებ თქვენი (მათ შორის არასრულწლოვანის) პერსონალური მონაცემების ზემოაღნიშნულ ფარგლებში  დამუშავებაზე.

მონაცემთა დამმუშავებელი   უზრუნველყოფს რეგისტრაციის  ფარგლებში მიღებული პერსონალური  (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემების დაცვას, ზემოაღნიშნული გულისხმობს, რომ ორგანიზაციის    მიერ მიღებული ინფორმაციის გადაცემა დაუშვებელია ნებისმიერი მესამე პირებისათვის,  შესაბამისი სასამართლო  განჩინების ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის  გარეშე.

რეგისტრაციის პროცედურის ტექნიკურად სრულყოფილად წარმმართვის მიზნით და სარეგისტრაციო პროგრამის ტექნიკურად გამართვის მიზნით მონაცემთა დამმუშავებელი უფლებამოსილია შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა მიიღოს მესამე პირებისგან, მიმდინარე სარეგისტრაციო პროცედურაას ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს შპს „სპარ“ მის: ქ. თბილისი. ვაჟა ფშაველას ქN16 საიდენტიფიკაცო კოდი: 205290424; Email: Studio@spar.ge (შემდგომში მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი).

რეგისტრაციისას  გათვალისწინებული  ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა სუბიექტის მიერ სავალდებულოა მისთვის მომსახურების გაწევის საჭიროებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის არ გავლის (ასევე შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერის) შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი ვერ მიიღებს მომსახურებას მონაცემთა დამმუშავებლისგან.

მონაცემების შენახვა ხორციელდება რეგისტრაციის ფარგლებში ასევე ბაღის სერვისით სარგებლობისას სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი  შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 4 წლისა. მონაცემთა სუბიექტს  უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს მონაცემთა დამმუშავებელს  და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება.

მონაცემთა სუბიექტი რეგისტრაციის პროცედურის დასრულებით,  თანხმობას აცხადებს, რომ მონაცემთა დამმუშავებელმა ბაღში ჩარიცხვის პროცესის გამჭირვალობის ხელშესაწყობად და უკეთ რეალიზებისთვის  განათავსოს არასრულწლოვანის სახელი და გვარი საიტზე ჩარიცხული ან რიგში მდგომი აღსაზრდელების დასაიდენტიფიცირებლად. 

მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ აქვს შემდეგი უფლებები: მისი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

მონაცემთა დამმუშავებელს ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს  შეუძლია მიმართოს განცხადებით, მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით მის მეილზე წერილობით, ოფიცერი მონაცემთა სუბიექტსი  მოთხოვნაზე, მიმართვიდან  10 სამუშაო  დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: - გიორგი შერმადინი, საკონტაქტო მეილი legal@safco.ge; ტელ: 595101910.

 

 

 



Created By SPAR.GE