2017-2018 სასწავლო წლისათვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:

(სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს ვისაც შეუსრულდა 3 წელი)

 

1 ივნისიდან ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისისათვის აღსაზრდელების ონლაინ რეგისტრაციისას რეგისტრაციის შესაძლებლობა  ასევე მიეცემათ,იმ აღსაზრდელებსაც ვისაც 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ შესაბამისი წლოვანება (შესაბამისად 3 წელი, 4 წელი ან 5 წელი უსრულდებათ 15 სექტემბრის ჩათვლით)

 

2017 წლის 1 მაისს შეწყდება აღსაზრდელების საბავშვო ბაღებში ჩარიცხვა და არა რეგისტრაცია !!!!!

 

I ეტაპი-ბათუმის საბავშვო ბაღებში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩაირიცხებიან პრიორიტეტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, რომლებიც 10 ივლისის ჩათვლით რეგისტრირებული იქნებიან ელექტრონულ პროგრამაში.

 

II ეტაპი-მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.

 

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.

        

საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა ის , რომ აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს  რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ქ.ბათუმში და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის   რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრეტენდენტი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე. 

 ბათუმის საბავშვო ბაღებში ახალ ჩარიცხულ აღსაზრდელთა დოკუმენტაციის მიღების პერიოდი განისაზღვრება 2017 წლის 26 აგვისტოდან 2017 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.

 

აღსაზრდელის  საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 დღის ვადაში მშობელმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია: 

 

1) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).

 

იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.

 

იმ ჯგუფებში, რომლებიც იქნება შევსებული, შესაძლებელია რიგის დაკავება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს 

პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში.    

 

ყურედღება !!! მშობლების საყურადღებოდ! ერთი საბავშვო ბაღიდან მეორე საბავშვო ბაღში (მობილობა) გადასვლა ,ადმინისტრაციული საზღვრების დაცვით, დაიწყება 15 სექტემბრიდან. მობრძანდით ბათუმის საბავშვო ბაღების გართიანებაში, რომელიც მდებარეობს მელიქიშვილის N42-ში..მშობელმა თან უნდა იქონიოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც გაცემული იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.საკონტაქტო პირი:გივი გოგოლაძე

 

ყურედღება !!! რიგშიმდგომი აღსაზრდელის რიგითი ნომრის გასარკვევად მითითებული უნდა იქნეს თქვენი რეგისტრაციის ადგილი,ბაღის დასახელება და ასაკობრივი ჯგუფი.ამ ოპერაციის განხორციელების შემდეგ წითელი ასოებით გამოვა ინფორმაცია რეგისტრირებული და რიგში მდგომი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ.რიგში მდგომი აღსაზრდელების ჩანაწერზე მაუსის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა სახელობითი სიით,სადაც ჩამოთვლილია რეგისტრირებული და რიგში მდგომი აღსაზრდელების სახელობითი სია. 

 

სარეკონსტრუქციო  სამუშაოებთან  დაკავშირებით  №19  საბავშვო ბაღში, რომელიც

მდებარეობს  სვიშევსკის ქ.№1-ში  შეწყდა  ბავშვთა რეგისტრაცია.რიგში  მდგომ  აღსაზრდელთა

მშობლებმა  გთხოვთ მოგვმართოთ საბავშვო  ბაღების  გაერთიანებაში.

 

2017 წლის 3 ოქტომბერს 12 საათზე დაიწყება  № 33 ს/ბ-ის აღსაზრდელთა რეგისტრაცია. მისამართი: ურეხი, მამია ვარშანიძის პირველი ჩიხი.


 




ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი
ბაღის დასახელება
ჯგუფი
ბავშვის სახელი:
ბავშვის გვარი:
ბავშვის პირადი N:
ბავშვის დაბადების თარიღი:
დედის პირადი N:
დედის სახელი:
დედის გვარი:
 
მამის პირადი N:
მამის სახელი:
მამის გვარი:
 
მეურვის პირადი N:
მეურვის სახელი:
მეურვის გვარი:
 
მონიშნეთ თქვენი შესაბამისი სტატუსის უჯრა:
ა). სოციალურად დაუცველი ოჯახი:
საიდენტიფიკაციო ნომერი:
(ივსება მხოლოდ 100 000 და უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის.
დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოთ წესებში არსებული პირობების შესაბამისად)



ბ). მრავალშვილიანი ოჯახი:
(ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე)



გ). მარტოხელა დედა:
(მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული უნდა იყოს ქ. ბათუმის სპეციალური სამსახურის მიერ)



დ). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების და ომში დაღუპულთა შვილები:
მიუთითეთ კოდი:
(დამადასტურებელი საბუთი გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ)



ე). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი:
(მსუბუქი ფორმა - წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთი)



ვ). ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები):
(ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი)



ზ). იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები (დევნილები):



ელ. ფოსტა:
ტელეფონის ნომერი:
მობილურის ნომერი:




Created By SPAR.GE