ინფორმაცია საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ონლაინ რეგისტრაციის შესახებ

 

 ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება წარმოებს ონლაინ-რეჟიმში, მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია განუწყვეტლივ იწარმოებს ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე: www.Batumikids.ge.;  

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობები:

1. ბავშვის ერთერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ქ. ბათუმის მაცხოვრებელი და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

2. სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს, რომელსაც შეუსრულდა 3 წელი;

 

   2023 წლის 1 ივნისიდან რეგისტრაციის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ იმ აღსაზრდელებს, ვისაც 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ 3 წელი;

 

   რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყება 2023 წლის 1 ივნისს 09.00 სთ-ზე და დასრულდება 30 ივნისს 00.00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივარ ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, ასევე ამ პერიოდამდე რეგისტრირებული და რიგში მდგომი სტატუსის მქონე აღსაზრდელები:
ა) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;
ბ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახები;
გ) მარტოხელა დედები ;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები და ომში დაღუპულთა ოჯახები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;
ვ) ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველი მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები),(ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი);

  პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ბაღების გაერთიანებას (ბათუმი, მელიქიშვილის ქ. 81);

 

   რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყება 2023 წლის 10 ივლისიდან და იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად. II ეტაპზე ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.

იმ შემთხვევაში თუ საბავშვო ბაღში ადგილის არარსებობის გამო ბავშვი ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს.

 

  აღსაზრდელთა ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადაყვანის განაცხადის მიღება შეჩერებულია 2023 წლის 20 სექტემბრამდე,  პროგრამაში მიმდინარე სამუშაოების გამო.გადაყვანის მსურველებმა განაცხადის შესავსებად უნდა მიმართონ ააიპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების'' ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ბათუმი,პ.მელიქიშვილის ქ.№81. მშობელმა თან უნდა იქონიოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც გაცემული იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ (იუსტიციის სახლი). საკონტაქტო პირი: გივი გოგოლაძე 

 

  სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია: 
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).

 

   საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს მის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.

   რიგში მდგომი აღსაზრდელის რიგითი ნომრის გასარკვევად მითითებული უნდა იქნეს თქვენი რეგისტრაციის ადგილი, ბაღის დასახელება და ასაკობრივი ჯგუფი. ამის შემდგომ წითელი ასოებით გამოვა ინფორმაცია ჩარიცხული და რიგში მდგომი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ, რომელზეც მაუსის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა ჩარიცხული და რიგში მდგომი აღსაზრდელების სახელობითი სიის მითითებით. 

 

 

 



Created By SPAR.GE