ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.
ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობები: 1. ბავშვის ერთერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ქ. ბათუმის მაცხოვრებელი და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; 2. სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს, რომელსაც შეუსრულდა 3 წელი;
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრეტენდენტი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია:
იმ ჯგუფებში, რომლებიც იქნება შევსებული, შესაძლებელია რიგის დაკავება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში. რეგისტრაციის სრული წესები იხილეთ მენიუში "წესები"
|