ღია კარის დღე მე-3 საბავშვო ბაღში

20-02-2014

 20 თებერვალს ბათუმის N3 საბავშვო ბაღში ჩატარდა ღია კარის დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები. ღია გაკვეთილზე მიწვეულები იყო ა(ა)-იპ-ის ხელმძღვანელობა და ბავშვების მშობლები. პედაგოგმა ელზა ზაქარიაძემ მოწვეულ სტუმრებს ხუთი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა წარუდგინა. გაკვეთილი ძირითადად ქართული ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი მათემატიკის ეტაპებს მოიცავდა.

 მეცადინეობა სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობდა. პირველი ნაწილი მათემატიკის უნარ-ჩვევებს დაეთმო.მეორე კი სურათების აღწერას და ასოების გამოყენებით წინადადებების შედგენას.ღონისძიების ბოლოს სტუმრებისა და მშობლებისათვის ბავშვებმა ქართული სიმღერები ააჟღერეს. 

 

 

 

 




უკან
Created By SPAR.GE