ტრენინგი

30-05-2014

 2014 წლის 19 მაისს ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად 30 მაისს დაიწყო აღმზრდელებისა და უფროსი აღმზრდელების გადამზადება.
 პირველ ეტაპზე (30-31 მაისი) გადამზადდა 27 უფროსი აღმზრდელი. ტრენინგ - მოდული ბაღების აღმზრდელებისათვის ემსახურებოდა სკოლამდელი აღზრდის ეროვნული მიზნების გაცნობიერებას, კურიკულუმის სპეციფიკის გააზრებას, სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის ეფექტურ განხორციელებას, სტანდარტის ფუნქციისა და დანიშნულების გაცნობას.
 ტრენინგი წარმართა ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაკარაძემ.

 

 

 

 

 

 

   

   

  

  

   

   

   

   

 




უკან
Created By SPAR.GE