1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01-06-2014

 ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე. ბედნიერი შემთხვევის წყალობით ზუსტად იმ წელს და იმავე დღეს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლო ბავშვები და მოაწყო მათთვის duan-u -ს ზეიმი. (ნავი დრაკონების ფესტივალი)
  1950 წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე მიჩნეულია ყოველწლიურ სადღესასწაულო დღედ.
  წელს ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელები დაპატიჟა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ადგილზე მისულ პატარებს მასპინძლობა გაუწია ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და ეკოგანათლების, ტურიზმის და მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ანინა დევაძემ.
  პატარები სიამოვნებით შეხვდნენ ნაცნობ პერსონაჟებს სხვადასხვა ზღაპრებიდან, რომლებიც მათთვის გააცოცხლეს ბათუმის თოჯინების თეატრის მსახიობებმა და დააგემოვნეს მათი საყვარელი ნაყინი ბარამბოსაგან. ასევე სიამოვნებით ისეირნეს ბავშვებისათვის განკუთვნილ ელექტრომატარებლით.   

 

 

   

   




უკან
Created By SPAR.GE