გაზაფხულის ზეიმი N18 საბავშვო ბაღში

07-03-2014

 6 მარტს, № 18 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გაზაფხულის დადგომა ულამაზესი ღონისძიებით აღნიშნეს. მას „ გაზაფხულის დღესასწაული“ დაარქვეს და ირგვლივ ყველაფერი მართლაც გაზაფხულთან იგივდებოდა. 

 ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს  ბავშვები რა თქმა უნდა  წელიწადის ამ დროს უძღვნიდნენ. ღონისძიებაზე ცნობილი კომპოზიტორების მერი დავითაშვილის და ინოლა გურგულიას სიმღერები შეასრულეს. ბავშვების კოსტიუმები უჩვეულოდ, მაგრამ ძალიან ორიგინალურად იყო შექმნილი და ისინიც გაზაფხულის სიჭრელით, ფერებით და სილამაზით გამოირჩეოდა. თითოეული კოსტიუმი რა თქმა უნდა ყვავილს განასახიერებდა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ 5 და 6 წლის აღსაზრდელები.

 ღონისძიებას დაესწრნენ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები. დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა, პედაგოგებმა და ბავშვებმა ამ დღის სამახსოვრო სურათიც გადაიღეს.  

 

  
  



უკან
Created By SPAR.GE