ბაღების მდგომარეობა

21-02-2014

         ბათუმის ბავშვთა ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებულია 27 საბავშვო ბაღი. ა(ა)იპ-ის მიზანია, აღსაზრდელს შეუქმნას გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის საჭირო პირობები. მოქმედი შენობების უმრავლესობა მოწესრიგებულია და ყველა პირობაა იმისათვის, რომ ბავშვებმა აითვისონ და შეეჩვიონ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვისაა აუცილებელი. პედაგოგები აღჭურვილი არიან სპეციალური სახელმძღვანელოებით. მიღებული ცოდნით ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა 5-6 წლის ბავშვი დაწყებითი კლასის პროგრამისათვის მოამზადონ.თუმცა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალ ხელმძღვანელს სამომავლოდ გათვალისწინებული აქვს პედაგოგების გადამზადება. 

       ნატალია ზაქარეიშვილის პრიორიტეტია მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს შენობების მდგომარეობას. უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ა(ა)იპ-ის სარეზერვო ბიუჯეტიდან კოსმეტიკური, გადაუდებელი სამუშაოები ჩაუტაროს რიგ ბაღებს, აღჭურვოს ინვენტარითა და საჭირო ნივთებით. 

     ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბათუმის საბავშვო ბაღებში ჩატარდა შიდა შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლენილი იქნა სხვადასხვა პრობლემები. N1,2,8,13,21 და 22-ე ბაღების დათვალიერების შემდეგ დღის წესრიგში დადგა არსებული შენობების რეაბილიტაციის აუცილებლობა.

  

 




უკან
Created By SPAR.GE