მზადება პირველი სექტემბრისთვის

10-07-2014

 ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანების სამსახურმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად 2014 წლის 14 ივნისს ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა სამშენებლო კომპანიამ  - „ამაგი“.
 სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ოცდაექვსი საბავშვო ბაღიდან თერთმეტ საბავშვო ბაღში (1,2,3,4,10,11,12,14,19, 20, 22) შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი, ხოლო დანარჩენ დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება.




უკან
Created By SPAR.GE