პრეს-ტური ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის

21-07-2014

 ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ბათუმის თერთმეტ საბავშვო ბაღში (N1, N2, N3, N4, N10, N11, N12, N14, N19, N20, N22) გრანდიოზულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-ტური მოაწყო. პრეს-ტურის მარშრუტში შედიოდა ხუთი საბავშვო ბაღის N1, N2, N3, N19, N20 დათვალიერება. ახალი სასწავლო წლისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები აღსაზრდელებს საუკეთესო პირობებით დახვდებიან. სარემონტო სამუშაოებს ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ამაგი“ აწარმოებს. ჟურნალისტებისთვის ყველა საინტერესო კითხვაზე პასუხები გასცეს გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა, მოადგილემ ფინანსურ და სამეურნეო დარგში მამუკა შამილიშვილმა, საბავშვო ბაღების გამგეებმა ნანა ერემაშვილმა, ნინო ხიტირმა (ბათუმის N1, N2 საბავშვო ბაღები, სადაც კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს).

 სარემონტო სამუშაოები  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 25 აგვისტოს დასრულდება.

 




უკან
Created By SPAR.GE