N7 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

04-03-2014

  ბათუმის N7 საბავშვო ბაღში, აღსაზრდელების მშობლებთან, მორიგი შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის პირველი ნაწილი ანგარიშის წარდგენამ დაიკავა, თუ როგორ აითვისა პატარებმა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული საამღზრდელო პროგრამა.

  შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები სიახლეა და კარგი შედეგიც მოაქვს. მეთოდისტი აცნობს მშობელს თუ რა გაიარა აღსაზრდელმა სექტემბრის თვიდან თებერვლამდე, რომელ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა და რაში გამოავლინა განსაკუთრებული შესაძლებლობები. ასეთი სახის მიდგომა, ძირითადად, 5-6 წლის აღსაზრდელებთან ხორციელდება. ასევე, მშობლებისთვის შემუშავებულია სპეციალური კითხვარი, რომლის საშუალებით პედაგოგებს, თავიანთი პატარების შესახებ, დამატებით ინფორმაციას აწვდიან.

  ეს მეთოდი, N7-ე საბავშვო ბაღში, რამდენიმე წელია მოქმედებს. თავიდან, შეხვედრები ექსპერიმენტის სახით ეწყობოდა. მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობამ საწყის ეტაპზე დადებითი შედეგი გამოიღო, ხოლო დღეისათვის, ეს მეთოდი უკვე აპრობირებულია და ორივე მხარე კმაყოფილია. საბავშვო ბაღში მიღებულმა ცოდნამ, პატარებს, დაწყებითი კლასის პროგრამის იოლად ათვისებაში შეუწყო ხელი. ბათუმის #9-ე საშუალო სკოლიდან, საბავშვო ბაღმა, არაერთი მადლობის წერილი მიიღო. 

  მეორე ნაწილი ფსიქოლოგთან შეხვედრას დაეთმო.  ფსიქოლოგმა მშობლებს კონსულტაცია გაუწია და რჩევები მისცა, თუ რა სტრატეგიით უნდა მიუდგნენ შვილებს, როგორ უნდა წარმართონ  ურთიერთობა და განუმარტა, რატომაა  მნიშვნელოვანი მათი ჩართულობა ამ პროგრამაში. 

  უნდა ითქვას, რომ  N7 საბავშვო ბაღი წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას და გაწეული საქმიანობით ამაყობს. ასეთი მიდგომა აღსაზრდელს ეხმარება სკოლაში ადაპტაციისათვის და ხელს უწყობს მისთვის სრულიად უცნობ გარემოში ინტეგრირებას. შეხვედრაზე მშობლებსა და პედაგოგებს შორის მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა, გამოითქვა მოსაზრებები და მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

  




უკან
Created By SPAR.GE