მუსიკალური სპექტაკლი N2 საბავშვო ბაღში

06-03-2014

  5 მარტს, № 2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ცნობილი სცენარისტის ლია ქურხულის საბავშვო მიუზიკლი სახელწოდებით „ცუღლუტი მეზობლები“. იგი ალეგორიული ხასიათის იყო და მაყურებელს მოუთხრობდა, რომ სიკეთით, ურთიერთთანაგრძნობით და დახმარებით სავსე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება. 

 სპექტაკლში მონაწილეობდნენ სკოლამდელი ასაკის ბავშვები, აღსაზრდელებმა გაითამაშეს ფისოს, მამლის, წიწილებისა და ძაღლის როლები. გამოირჩეოდნენ ინდივიდუალური შესრულებით, ქორეოგრაფიული და ვოკალური  მომზადებით. 

 წარმოდგენაზე მოწვეული იყვნენ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბავშვებმა სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული სიმღერა შეასრულეს და სამახსოვრო სურათიც გადაიღეს. 

 

 

 

  

  




უკან
Created By SPAR.GE