ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.

 

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობები:

1. ბავშვის ერთერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ქ. ბათუმის მაცხოვრებელი და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

2. სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს, რომელსაც შეუსრულდა 3 წელი;

 

საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე. 

 

სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია: 
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).

 

იმ ჯგუფებში, რომლებიც იქნება შევსებული, შესაძლებელია რიგის დაკავება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში. 

რეგისტრაციის სრული წესები იხილეთ მენიუში "წესები"

   

 

 

  

 

 

 

Created By SPAR.GE